ინაუგურაციის ჩაშლის უფლებას ვერ მივცემდით!...

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გუშინ, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს დღევანდელ ბრიფინგზე, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა.
ინაუგურაციის დღემდე ბევრჯერ ითქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით დაცულია, და ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც მრავალჯერ აჩვენა, რომ ამ თავისუფლებას ვიცავთ მაღალი ხარისხით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, არსებობს ზღვარი ნებისმიერი თავისუფლების გამოხატვისას. როდესაც გუშინ ამ თავისუფლებით მოსარგებლე პირებმა გამოხატეს აზრი, ეს იყო ნორმალური, მაგრამ როდესაც მათ მიზნად დაისახეს არ ეთანამშრომლათ სამართალდამცველ სტრუქტურებთან, რომ მათ უკეთესი ხარისხით ესარგებლათ, მოხდა აღკვეთა, რადგან მათი მხრიდან ინაუგურაციის ხელშეშლის ან ჩაშლის გეგმა მუშავდებოდა. გუშინ პოლიციამ გააკეთა მაქსიმუმი.
გუშინდელი აქციის მონაწილეებს, თუ ჰქონდათ მიზანი იქ შესულიყვნენ, სადაც ინაუგურაცია მიმდინარეობდა, ეს არ იყო კანონიერი მიზანი, ამის უფლებას ვერც სახელმწიფო მისცემდა მათ და ვერცერთი, ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს არის ლეგიტიმური. აზრის გამოხატვის თავისუფლება მათ მიეცათ. მთელმა ქვეყანამ მოისმინა მათი განსხვავებული აზრი. ამაში ხელშეშლა მათ არ ჰქონიათ.
მე როგორც ერთი მოქალაქე ვფიქრობ, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის სიტყვა სავსე იყო მნიშვნელოვანი და საჭირო გზავნილებით. პრეზიდენტი შეეცადა რომ ის იქნებოდა ჩვენი დაყოფილი საზოგადოების გამაერთიანებელი. მას აქვს გადაწყვეტილი, რომ ამ რთულ საქმეს შეეჭიდოს, განაცხადა თეა წულუკიანმა.
წყარო: marshalpress.ge
