Header Ads

რას წერს ანდრია გველესიანი საქართველოს...

რას წერს ანდრია გველესიანი საქართველოს...


გუშინ, 16 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას 1 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ მმართველი გუნდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ცერემონიისთვის 50-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა.


საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მათ შორის მიწვეული იყო მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი, რომელმაც ღონისძიებაზე მამასთან ერთად გადაღებული ფოტო ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.


Image may contain: 3 people, people standing


მოგვიანებით კი გველესიანმა, საქართველსო პირველ ქალ პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა და დაწერა:


საქართველოს პირველი ქალბატონი პრეზიდენტი. დიდი პატივი იყო ჩემთვის პრეზიდენტის მიწვევა ინაუგურაციასა და ინაუგურაციის სადღესასწაულო მიღებაზე


Image may contain: 2 people, people smiling, indoor


პირველი ქალი პრეზიდენტი, პირველად ექვსი წლით არჩეული და ბოლო პირდაპირი წესით არჩეული, სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს პრეზიდენტია. და უკვე ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქციაც.


გარდა ამისა, ეს იყო პირველი ინაუგურაცია, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმაც, ამ შემთხვევაში მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.



 



წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.