Header Ads

ეკა ბესელია – ოპოზიციაში ხართ თუ...

ეკა ბესელია – ოპოზიციაში ხართ თუ...


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, მათ შორის პარლამენტის წევრებზე, თამარ ხულორდავასა და სოფიო ქაცარავაზე თავდასხმაზე, საჭიროა სწრაფი რეაგირება.


„ათასობით კილომეტრები რომ გვაშორებს ერთმანეთთან, ეს კარგად ვიცით. ვიდრე დაგვიდგენთ წესებს და დაგვიდებთ პირობებს, არც ერთ განცხადებაში არ დაგიგმიათ თქვენი ყოფილი და ამჟამინდელი თანაგუნდელების მხრიდან პარლამენტის წევრებზე თავდასხმა. სხვათაშორის, ეს თავდასხმა არ იყო შემთხვევითი. როგორც ჩანს, ამას წინ უძღოდა ჩვენი კოლეგის პარლამენტიდან მითითება, რომ სწორედ ამ, პარლამენტის მანქანის მიმართ შეიძლებოდა აგრესიის გამოხატვა. მეც ვითხოვ ამ ფაქტის გამოძიებას. ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია ამ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება. მოგწონთ რაც გუშინ ნახეთ და აქეთ იშვერთ ხელს, თუმცა ეს არის აშკარად სისხლის სამართლის დანაშაული იმათი მხრიდან, ვინც პოლიციას თავზე ახტებოდა, მანქანებს ატრიალებდა და ა.შ. ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბატონ გახარიას არ უთქვამს, რომ მხოლოდ ოპოზიცია დაისჯება, მან თქვა სტატუსის მიუხედავად ყველა დაისჯებაო. როგორც იქცეოდა თქვენი კოლეგა, არის მაგალითი როგორ არ უნდა იქცეოდეს დეპუტატი. საჭიროა სწრაფი რეაგირება მომხდარზე. ოპოზიციაში ხართ თუ ხელისუფლებაში, ხელწერა არ გეცვლებათ, ერთნაირად იქცევით“, მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრებს ბესელიამ.


წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.