Header Ads

ელისო კილაძის ინაუგურაციაზე მიწვევა...

ელისო კილაძის ინაუგურაციაზე მიწვევა...


ია მეტრეველი სოციალური ქსელის საშუალებით ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ელისო კილაძის მიწვევას ეხმაურება.  მისი თქმით აღნიშნული ფაქტი გაუგებრობა ან მიზანმიმართული პროვოკაციაა.


ვინაიდან, ქალბატონი სალომე, არ იყო საქმის კურსში და ისე მოხდა ეს გაუგებარი საქციელი, ვგულისხმობ ელისო კილაძის დაპატიჟებას, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ამიტომ, გადავწყვიტე მაინც დავესწრო ამ ისტორიულ ღონისძიებას, ქალბატონი სალომეს პატივისცემით, თორემ ნამდვილად აღარ დავესწრებოდი, რადგან ძალიან შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს. ელისო კილაძე, რომელმაც სასტიკი შეურაცყოფები აყენა საზოგადოების დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა ჩემი ჩათვლით და რაც მთავარია, ქალბქტონი სალომეს მიმართაც არ დაუშურებია ქათინაურები, ყველამ კარგად ვიცით რომ ეს ქალბატონი წარმოადგენს პირდაპირ, ნაციონალურ მოძრაობას და პირდაპირი მტერია ქართული ოცნების, რას ნიშნავს მისთვის მოსაწვევის გაგზავნა, თუ არა მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომლითაც ფაქტიურად დასცინეს საზოგადოაბას. იმედია, გაარკვევენ საიდან მოდის ეს პროვოკაცია და ვინ დგას ამის უკან.- წერს ია მეტრეველი.


წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.