მარნეულში შუა ხნის ქალი მოკლეს
მარნეულში შუა ხნის ქალი მოკლეს
მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. როგორც თანასოფლელები ყვებიან, მოკლულია შუახნის ქალი, რომლის ცხედარი საკუთარ სახლში ნათესავმა ნახა. მათივე თქმით, სახლის ეზოში აღმოაჩინეს ორმოც. მეზობლები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ორმოში აპირებდა მკვლელობის ჩამდენი ცხედრის დამარხვას. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.