მარგველაშვილი თავის ყველაზე რთულ...
საქართველოს მიმავალმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვადის ამოწურვამდე BBC-ის რუსულენოვანი ბიუროს ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, პრეზიდენტობის დროს ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, ახალი რედაქციის კონსტიტუციაზე ხელის მოწერა გახდა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ზღუდავს. „თუმცა საქართველოს კონსტიტუცია სჭირდებოდა და ამიტომ მოვაწერე ხელი. კი რთული იყო“, – თქვა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ერთმა პარტიამ მიიღო, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. გარდა ამისა, ჟურნალისტს დააინტერესა, თუ რომელ არხებს უყურებს ყველაზე ხშირად მარგველაშვილი, მან კი განაცხადა, რომ ოპოზიციური ტელეარხების ყურება უფრო საინტერესოა.
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ხვალ 16 დეკემბერს, ქალაქ თელავში გაიმართება.