საქართველოს შეიარაღებული ძალები...

საფრანგეთის პარლამენტში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებისა და რეგიონში ნატოს ჩართვის განსაკუთრებულ საჭიროებაზე ილაპარაკა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიამ ეროვნულ ასამბლეაში, აუდიენცია ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის პრეზიდენტთან ჟაკ ბრიდესთან და სენატში, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შეიარაღებული ძალების კომიტეტის პრეზიდენტთან კრისტიან კამბონთან.
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გვექნება მნიშვნელოვანი დიალოგი, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონში ერთობლივად უსაფრთხოება და რა გავაკეთოთ მეტი იმისთვის, რომ ნატოს ჩართულობა იყოს უფრო მაღალი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, – განმარტა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, გენერალ შარლ დე გოლის ოთახში, ფრანგულ კომპანიასთან „Thales“ საჰაერო თავდაცვის განვითარების მეორე ეტაპზე მორიგ კონტრაქტს მოეწერა ხელი, რაც ეროვნულ დონეზე საქართველოს საჰაერო სივრცის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვას გულისხმობს.