Header Ads

პრემიერი: სამართლიანობის განცდა სოციალური...

პრემიერი: სამართლიანობის განცდა სოციალური...

მამუკა ბახტაძე



საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის რაც მოხდა ველისციხეში საზოგადოებამ ნათლად იხილა. ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი და მათი შეფასებები ნაციონალური მოძრაობის რეალურ სახეს წარმოაჩენს. ამის შესახებ ბახტაძემ ‘ქრონიკის’ ეთერში განაცხადა.


‘ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ადამიანი რომელიც სამართალდამცველებზე ძალადობდა და მათ შეურაცხყოფას აყენებდა, ეს პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. მათი ლოგიკა ის არის, რომ რახან ვინმე პოლიტიკური აქტივისტია და კონკრეტული სახელისა და გვარის მატარებელია იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს? ჩვენს სამართალდმაცველებს ასე უნდა გაეტარებინათ ეს?’, – იკითხა მამუკა ბახტაძემ. 


პრემიერის განმარტებით, ნაციონალურ მოძრაობას კონკრეტულ შემთხვევებზე პოლიტიკური სარჩულის მიწებება სურს. მისი შეფასებით, ველისციხის ინდიცენტზე რეაგირება კანონის ჩარჩოებში იყო მოქცეული


პრემიერმინისტრი სამართლიანობის განცდის საკითხსაც შეეხო.


‘სამართლიანობის განცდა წარმოადგენს სოციალური მდგრადობისა და სტაბილურობის მთავარ გარანტს. მისი არსებობა და ანარსებობდა განაპირობებს ხელისუფლების მიმართ ნდობის ხარისხს.


აქ ისტორიასაც უნდა შევხედოთ. სულ ცოტა, 100 წლის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება ცხოვრობდა ისეთ გარეოში, სადაც ხელისუფლება მას ხან ჩაგრავდა და ხან ატყუებდა. 2012 წელს როდესაც მემკვიდრეობით გვერგო ეს ძალადობრივი სისტემა, ვფიქრობ რომ ‘ქართულმა ოცნებამ’ ყველაზე დიდი ღირებულება რაც შექმნა იყო ის, რომ სისტემაში ჰუმანურობა და ობიექტურობა დაბრუნდა. ამას ადასტურებს ნებისმიერ საერთაშორისო რეიტინგი. ნებისმიერმა ხელისუფლებამ რაც შეიძლება, რომ დიდი შეცდომა დაუშვას ის არის, რომ დაკმაყოფილდეს მიღწეულით. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ აუცილებლად დემოკრატიული მეთოდებით შევინარჩუნებთ ყოველთვის სიმშვიდეს და მართლწესრიგს, ამავე დროს საქართველოში მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტი იქნება’, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.