თუ ფარცხალაძე- მურუსიძეების თანამდებობებზე...
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
ეს რამდენიმე დღეა მესმის : სიძულვილის ენა, სიძულვილის ენა. ერთმანეთს, სიძულვილის ენით ესაუბრებიან ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებიო. იცით რაა, არავის მიმართ სიძულვილის ენით არ ვსაუბრობ არასოდეს, მე პირადად, რადგან სიძულვილი -თავად ეს სიტყვაა ჩემთვის უცხო. პოლიტიკური ოპონირება? კი ბატონო, მწვავე ოპონირება , ფაქტებით არგუმენტირებულად ? კი ბატონო! თუ ვინმეს , კორუფციაზე საუბარი და ოკუპანტზე საუბარი სიძულვილის ენა ჰგონია, ძალიან ცდებიან ან აწყობთ ასე საუბარი. ესეიგი თუ მაღალჩინოსნები(ყოფილი თუ ახალი)კორუფციაში მხილებულ იქნებიან( რაზეც თავად ივანიშვილმა ისაუბრა ერთ-ერთ პრე-შეხვედრაზე, მინდა შევახსენო😊), თუ საპრეზიდენტო კანდიდატის,( ზურაბიშვილის) წიგნიდან ამონარიდზე ვისაუბრებთ, სადაც ის, საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს და ამ ამონარიდს რუსეთი- ოკუპანტი , იყენებს, საქართველოს საწინააღმდეგოდ, როგორც დოკუმენტს ჰააგის სასამართლოში, თუ ძირგამომპალ სამართლებრივ სისტემაზე ვისაუბრებთ და შვილმკვდარ მამებს დავიცავთ, თუ ფარცხალაძე- მურუსიძეების თანამდებობებზე არსებობას და დაწინაურებას გავაპროტესტებთ, თუ მცოცავ ოკუპაციაზე და ხელისუფლების მავნებლურ საგარეო პოლიტიკაზე მივუთითებთ, თუ მაღალჩინოსნების ბიუჯეტიდან გატანილ ხალხის ფულს უკან მოვითხოვთ, თუ ნარკოწარმოებას გავაპროტესტებთ, თუ ქართული მიწის კაპიკებად გასხვისებას გავაპროტესტებთ, თუ საყდრისის აფეთქებას გავაპროტესტებთ, თუ სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების მოხსნას გავაპროტესტებთ, თუ გაყალბებულ არჩევნებს და ხალხისთვის მოპარულ ხმებს გავაპროტესტებთ, ეს სიძულვილის ენააა??? აბა ოპოზიციის, მოვალეობა და ფუნქცია რა არის?! ქვეყნის დაცვა კორუფციისგან, ქვეყნის დაცვა ოკუპანტისგან, ქვეყნის ხალხის დაცვა არასამართლებრივი სისტემისგან თითოეული ჩვენგანის, მოვალეობაა და არავითარი კავშირი არ აქვს სიძულვილთან- კანონის უზენაესობისთვის ბრძოლა , სწორედ ხალხის და ქვეყნის სიყვარულია! სიძულვილი კი, ის არის , ხელისუფლებას, თავისი კანონდარღვევევის დაფარვისთვის, სამარცხვინო ტროლების დაქირავება , რომ უწევს, რომ ამით დაიცვან თავიანთი კორუფციული ძირგამომპალი სისტემა- აი ეს არის ადამიანების მიმართ სიძულვილის ენა! ქვეყნის დაცვას, მომხდური- ოკუპანტისგან და თაღლითი კორუფციონერებისგან- ოდითგანვე ქვეყნის სიყვარული ერქვა და ჰქვია- ასე, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის- რა თქმა უნდა სიყვარულით♥️😊თქვენ კი ზოგიერთს- ხელისუფლებაში , მინდა გითხრათ: ერთმანეთში ნუ აურევთ, სახელმწიფოებრიობის, ქვეყნის სუვერენიტეტის , კანონის უზენაესობის დაცვას და სიძულვილს- ეს სიძულვილი კი არა , მოქალაქეობრივი ვალია!!!!!!
