Header Ads

მალაიზიამ Goldman Sachs-ისა და თავისი ყოფილი ორი...

მალაიზიამ Goldman Sachs-ისა და თავისი ყოფილი ორი...

Goldman Sachs



მალაიზიამ Goldman Sachs-ისა და თავისი ყოფილი ორი თანამშრომლის, ტიმ ლისნერისა და როჯერ ენჯის წინააღმდეგ საქმე აღძრა. მიზეზი კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან შესაძლო კავშირია, რომელიც მალაიზიის სახელმწიფოს განვითარების ფონდს (1MDB) უკავშირდება. ამის შესახებ BBC წერს


მომხდარზე საქმე სულ მცირე ექვს ქვეყანაში აღძრეს. მათ შორის ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატებია


ლისნერი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში Goldman Sachs-ის თავმჯდომარედ მუშაობდა. მან დაკავებული თანამდებობა 2016 წელს დატოვა. ენჯი კი 2014 წლის მაისამდე მუშაობდა კომპანიაში აღმასრულებელ დირექტორად. 


ტიმ ლისნერი აშშ-ში უკვე ცნეს დამნაშავედ ფულის გასათეთრებლად შეთქმულების მოწყობასა და ანტიკორუფციული კანონის დარღვევაში.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.