ლევან ჩხაიძეს საქართველოში 24 იანვარს...
ლევან ჩხაიძეს საქართველოში 24 იანვარს...
ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის ცხედარს საქართველოში ზეგ, 24 იანვარს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას 2020news.ge ავრცელებს.
ექსპერტიზის და სხვა საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ, ჭირისუფლებს მისი საქართველოში ჩამოსვენების შესაძლებლობა ექნებათ.
დღეს ბუდაპეშტში გაემგზავრენ ტვ პირველის მფლობელი ვატო წერეთელი და ტელეწამყვანი ვახო სანაია.
ამ დროისთვის, ბუდაპეშტში რჩებიან ლევან ჩხაიძის მეგობრები, ვისთან ერთადაც ჯაკო იმყოფებოდა.
33 წლის ასაკში ლევან ჩხაიძე გუშინ ბუდაპშტში გარდაიცვალა.
