Header Ads

ქუთაისში ბუნებრივი აირით ორი...

ქუთაისში ბუნებრივი აირით ორი...


ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა 20 იანვარს, გამთენიისას მოხდა.


როგორც ბავშვების დედა ამბობს, ოთახში სადაც არასრულწლოვნებს ეძინათ, წყლის გამათბობელია დამონტაჟებული.


9 და 17 წლის მოზარდები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა, თუმცა ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მოზარდი საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამოწერეს.


სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილი იმ დღესვე დაათვალიერეს და წყლის გამათბობელი მოწყობილობა დალუქეს.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.