”რას ვიფიქრებდი, მე რომ...
”რას ვიფიქრებდი, მე რომ...
(რეზონანსი) პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
” ჯაკო… როგორ დაუჯერებელია. წლების მანძილზე შენი რესპონდენტიც ხშირად ვყოფილვარ, თანამშრომლებიც ვიყავით, გვერდიგვერდ ვიჯექით რამდენი ხანი, ვამხანაგობდით, ვმეგობრობდით. რამდენს მამხნევებდი ხოლმე სამსახურში. როგორ ვმხიარულობდით ოთახში. როგორ წინ გქონდა ყველაფერი. ბოლოს მამაჩემის სამძიმარზე მოხვედი, გეჩქარებოდა ეთერი გქონდა და მაინც არ დაიზარე მოსვლა ჩემი დარდის გასაზიარებლად. რას ვიფიქრებდი, მე რომ მისამძიმრებდი, მალე ასეთი უბედურება მოხდებოდა. ვაჰ… რა ვთქვა, როგორი მძიმე ამბავია. “-წერს არჩილ გამზარდია.
