Header Ads

თიკა ფაცაციამ „მხოლოდ ქართულის“ წაყვანის...

თიკა ფაცაციამ „მხოლოდ ქართულის“ წაყვანის...


„მხოლოდ ქართულის“ ფინალი 21 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა. მას არ უძღვებოდნენ მაია ასათიანი დ ანანუკა ჟორჟოლიანი. მიზეზი მათი ახლო მეგობრისა და კოლეგის, ლევან ჩხაიძის გარდაცვალება გახდა, რის გამოც ისინი ტელეეკრანზე გამოჩენას მოერიდნენ…


გუშინდელი სამსაათიანი ლაივის წაყვანა ნიკა გავრამიამ თიკა ფაცაციას სთხოვა, რომელიც მანამდე ერთ-ერთ სეგმენტს აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად უძღვებოდა.


თიკა ფაცაციას „მხოლოდ ქართულის“ მთავარ წამყვანად გამოჩენამ ძალიან კარგად იმოქმედა მაყურებელზე.


თიკამ უამრავი კომპლიმენტი მიიღო, მათ შორის ცნობილი სახეებისგანაც.


გიორგი ნაზღაიძე:


„სასწრაფოდ ყველა არხზე და ყველა გადაცემაში ბევრი თიკა ფაცაცია“


ვახო ბიჭიკაშვილი:


„შენ ხარ გუშინდელი დღის მთელი ამბავი ❤ არსად არავინ არ მეგულება ეგეთი მაგარი !“


პაატა გულიაშვილი:


„თიკა, უმაგრესი ხარ!..“


კახა მამულაშვილი:


The Best


თამუნა მუსერიძე:


„ღმერთო, გთხოვ: თიკა ფაცაცია გადაამრავლე და სხვა არხებსაც აჩუქე…“



ღმერთო, რა სიმშვდეა დღევანდელ კონცერტზე და მადლობა რომ დღეს იმ ორი ალქაჯი ქალის ტატყანს არ გვასმენინებ. მაია და ნანუკა თიკამ ორივეს ჩაგარტყათ მაგრად -წერს მაყურებელი.




საუკეთესოდ გაუძღვა მთავარი წამყვანის ამპლუას! ძალიან სასიამოვნო ტემბრი, მოზომილი მანერები, იუმორი! საერთოდ არ მიგრძვნია ის დაძაბულობა, რასაც სხვა ლაივებისას ვგრძნობდი იმის მოლოდინში, რომ რომელიმე წამყვანი რაიმე მარაზმატულს ჩადენდა! ბრავო თიკა! .




ღმერთო, როგორი მშვიდი,დახვეწილი,გაწონასწორებული,ნათელი, კეთილშობილური სახე,მიყვარხარ მე შენ♥️ აი ნამდვილი წამყვანიბევრი თიკა საქართველოს




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.