Header Ads

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდებისა და...

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდებისა და...

 დეპუტატების – მამუკა მდინარაძის, არჩილ თალაკვაძის, კახა კუჭავასა და ნინო წილოსანის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღების შემთხევვაში, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების  სააქციზო გადასახადი გაიზრდება. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექეში შედის. ცვლილება აუცილებელია იმიტომ, რომ საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი შემცირდეს.


“საგადასახადო კოდექსში 2016 წლის 16 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 2 იანვარს, დაწესდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისთვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობით დაიბეგრებოდნენ. ამავე ცვლილებების თანახმად, როგორც მარჯვენა საჭიანი, ისე მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომანქანების იმპორტისას დაწესდა 60%-იანი შეღავათი აქციზური გადასახადის გადახდისას, ნაცვლად იმისა, რომ განსხვავებული რეგულაცია ყოფილიყო მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის. აღსანიშნავია, რომ კოდექსის მიღების დროიდან (2010 წელი), როგორც მარჯვენა, ისე მარცხენასაჭიანი ელექტროძრავიანი ავტომანქანები იმპორტისას სრულად გათავისუფლებულები არიან აქციზის გადასახადისგან.


შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2017 წელსა და 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული იქნა:


• მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი – 26,463


• მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი – 4,277


• მარცხენასაჭიანი ელექტრომობილი – 386


• მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილი – 799


ახალი კანონპროექტის მიხედვით, ეს შეიცვლება მოდელით, როდესაც მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილისთვის გამოანგარიშებული აქციზის გადასახადი 60%-ის ნაცვლად 20%-ით შემცირდება. შესაბამისად, მისი დამტკიცების შემთხვევაში ამ ავტომობილების სააქციზო მოსაკრებელი 40%-ით გაიზრდება.


რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ელექტრომობილებს, დღეს ისინი ამ გადასახადისგან სრულად არიან გათავისუფლებული. ცვლილების მიღების შემთხევვაში კი მათთვის დაწესდება სპეციალური საგადასახადო რეჟიმი. აქციზის გამოთვლა მოხდება ელექტრომობილის წლოვანების 1000-ზე გამრავლებით. მაგალითად, თუ მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილი 6 წლისაა, მისი აქციზი 6000 ლარით განისაზღვრება.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.