Header Ads

სამხედროს დაჭრის საქმეზე თავდაცვის...

სამხედროს დაჭრის საქმეზე თავდაცვის...


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბათუმში, სამხედროს მიერ, სამხედროს დაჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ადგილი ჰქონდა უნებლიე გასროლას, რა დროსაც მეორე სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა მარჯვენა იდაყვის არეში.



22 იანვარს ქ.ბათუმში სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე სავარაუდოდ ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ, უ.გ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მ. გ. დაშავდა. მ.გ.-ს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული.


მას საჭირო გამოკვლევები და პროცედურები ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. მ. გ. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება.- ნათქვამია განცხადებაში.












წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.