“ბევრ ცოცხლად დარჩენილს ჯობიხარ და რა...

ჟურნალისტი, პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:
„როცა პოლარიზებული, გახლეჩილი, დაპირისპირებული საზოგადოება ერთნაირად განიცდის შენს წასვლას
ლევან, ბევრ ცოცხლად დარჩენილს ჯობიხარ და რა ვქნა“ წერს მოროშკინა.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა რომ 33 წლის ჟურნალისტი, ტელეკომპანია – “პირველის” წამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.
ლევან ჩხაიძის გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, თრომბი გახდა.
ლევან ჩხაიძე სამსახურეობრივი მივლინებით ბუდაპეშტში იმყოფებოდა და მას თბილისში სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა რადიო “ჯაკოში” დაიწყო. მოგვიანებით, მისი კარიერა გაგრძელდა ტელევიზიებში: – “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია”, “მე-9 არხი”, ბოლოს კი ტელეკომპანია “TV პირველში” საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემის წამყვანი იყო.
წყარო: marshalpress.ge
