ბათუმში მანქანა ქალს დაეჯახა – "მძღოლი...
ბათუმში მანქანა ქალს დაეჯახა – "მძღოლი...
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქალს დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში უკვე გადაიყვანა.
თვითმხილველის თქმით, ქალს ტაქსის მძღოლი დაეჯახა.
“ქუჩის ეს მონაკვეთი სათანადოდ განათებული არ არის. მძღოლი ამბობდა, მეგონა, მგზავრი იყო და მოძრაობა დავიწყეო…. მძღოლი პატრულმა წაიყვანა გამოსაკითხად”, – უთხრა “ბათუმელებს” თვითმხილველმა.
