“რაში ვკარგავთ დროს?!” – ნანუკა...

„როცა ყველა დაპირისპირება, კონფლიქტი, შური, ბოღმა აზრს კარგავს. რაში ვკარგავთ დროს! ჩვენი კოლეგა, ძალიან კარგი ბიჭი აღარ გვყავს. ჯაკო“ ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა რომ 34 წლის ჟურნალისტი, ტელეკომპანია – “პირველის” წამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას ეხმაურება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც:
ყველას ვუსამძიმრებ ჯაკოს გარდაცვალებას. ყველას, იმიტომ, რომ ყველას დაგვაკლდება, ვისაც კი ერთხელ მაინც გვინახავს, შევხვედრივართ, გავსაუბრებივართ ძალიან უსამართლოა ასეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და კეთილი კაცის ასე უდროოდ წასვლა, ძალიან
ცალკე და საგანგებოდ ვუსამძიმრებ კოლეგებს ტვ პირველიდან ამ უდიდესს ადამიანურ და პროფესიულ დანაკლისს, წერს გვარამია სოციალურ ქსელში ფეისბუქი.
ლევან ჩხაიძის გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, თრომბი გახდა.
ლევან ჩხაიძე სამსახურეობრივი მივლინებით ბუდაპეშტში იმყოფებოდა და მას თბილისში სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
წყარო: marshalpress.ge
