Header Ads

„ივანიშვილისთვის მთავარია პოლიციური...

„ივანიშვილისთვის მთავარია პოლიციური...


ცვლილებები მთავრობაში – პრესა დაგეგმილ გადანაცვლელებსა და ჩანაცვლებებზე აქტიურად ალაპარაკდა. საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძე შესაძლოა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაანაცვლოს.


საკითხზე საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ბოკუცავა აცხადებს, რომ გახარიას მინისტრობის პერიოდში ქვეყანაში ბევრი უარყოფითი რამ მოხდა:


„გახარიას დროს კრიმინალი გაზრდილია, გახარიას დროს ჩატარდა უპრეცედენტოდ ცუდი არჩევნები, რომელშიც ის პირადად იყო ჩარეული, რასაც მოჰყვა ია კერზაიას გარდაცვალება, რაშიც ის არის პასუხისმგებელი. გახარიას დროს ჩაატარა არჩევნები რეალურად სუს-მა და მივიღეთ ასეთი მკაცრი შეფასებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მაგრამ ეს ყველაფერი ცხადია, ბიძინა ივანიშვილისთვის არის მეორეხარისხოვანი, მეასეხარისხოვანი, იმიტომ, რომ მისთვის მთავარია ამ პოლიციური რეჟიმის მეშვეობით გააგრძელოს ფულის მოხვეჭა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





წყარო: newpost


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.