მეცნიერების აზრით, რა სიმაღლის და წონის ქალბატონები მიაჩნიათ მამაკაცებს იდეალურად?

სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ განხილვის თემა და ხშირი კამათის საკითხია - თუ ვინ ჩაითვალოს მსუქანი და ვინ არა.
ამ დროს კი შოტლანდიის უნივერსიტეტის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ქალის სხეულის ფორმებისა და სექსუალურობის თანაფარდობა უკვე ჩამოაყალიბეს. მეცნიერები ზუსტს ციფრებს ასახელებენ - აღმოჩნდა, რომ მამაკაცების აღფრთოვანებას ყოველთვის გამოიწვევს ქალი, სხეულის მასის შემდეგი მონაცემებით - 22,8- დან 24,8-მდე.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, გოგონები სიმაღლით -165 სმ, წონა - 65 კგ.
მონაცემები რა თქმა უნდა არ ემთხვევა მოდელის პარამეტრებს, მაგრამ მეცნიერები მყარად დგანან თავის აზრზე, რადგან კვლევების უმრავლესობაში, უმეტეს შემთხვევაში მამაკაცები სწორედ ამ ტიპის ქალებს ანიჭებენ უპირატესობას.










