Header Ads

“ავღნიშნოთ გამარჯვება 8 მაისს და აღარც რუსი ბაიკერები იქნებიან, აღარცგეორგიევსკის ლენტები და აღარც ლუჟკოვები”





“ახალი საქართველოს” დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე გამოდის ინიციატივით, რომ ფაშიზმზე გამარჯვება 8 მაისს აღინიშნოს.

ის ფიქრობს, რომ თუ ამ დღეს ავღნიშნავთ 8 მაისს აღარც რუსი ბაიკერები შემოვლენ და აღარც გიორგიევსკის ლენტები იქნება.

“ეს იქნება გზავნილი ყველასთვის, რომ ჩვენ ვართ რეალურად ევროპული ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ან გვინდა ვიყოთ ევროპელები, ან გვინდა, რომ კვლავ მიჯაჭვული ვიყოთ საბჭოურ წარსულთან, რომელიც არ გვაძლევს განვითარების შესაძლებლობას. ავღნიშნავთ 8 მაისს? აღარც რუსი ბაიკერები იქნებიან, აღარც გეორგიევსკის ლენტები იქნება და აღარც ლუჟკოვები”, – განაცხადა ვაშაძემ.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.