შუა ლექციაზე სტუდენტის ბავშვმა ტილირი დაიწყო. როგორ მოიქცა ლექტორი?

პროფესორი სიდნი ენგელბერგის ლექციაზე, იერუსალიმის უნივერსიტეტში, ერთ-ერთი სტუდენტის შვილმა ტირილი დაიწყო. დედამ ვერაფრით გააჩუმა ბავშვი და აუდიტორიის დატოვებას აპირებდა, როცა პროფესორმა მას ბავშვი გამოართვა, თავად დაამშვიდა და გააგრძელა ლექცია.
ენგელბერგის შვილის თქმით, ის ნებას რთავს შვილიან სტუდენტებს, ბავშვთან ერთად მოვიდნენ ლექციაზე და ბავშვს აჭამონ კიდეც. მისი თქმით, არც ერთ დედას არ უნდა უწევდეს შვილსა და სწავლას შორის არჩევანის გაკეთება.

