როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ნუშის პასკა?

ინგრედიენტები:
ფქვილი – 1 კგ,
რძე – 2 ჭიქა,
საფუარი – 50-70 გ,
კვერცხი – 5 ცალი.
შაქარი – 1 ჭიქა,
კარაქი – 300 გ,
ნუში – 200 გ,
ლიმონი – 1 ცალი.
ქიშმიში – 1 ჭიქა,
მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
ნუშის პასკის მომზადება ძალიან მარტივია.
საჭიროა პირველი ეტაპისათვის რძე გადავადუღოთ და ბუნებრივ ტემპერატურაზე დავიყვანთ.
რძის მცირე ნაწილში გავხსნათ საფუარი და დავამატოთ 1 სუფრის კოვზი შაქარი. დაველოდოთ აფუებას.
როგორ მოვამზადოთ ცომი პასკისთვის:
რძეს დაამატეთ ფქვილი, შემდგომ საფუარი და კარგად ამოვურიოთ. მიღებული მასა დავდგათ თბილ ადგილას, გადავაფაროთ პირსახოცი და ცოტაოდენი ხნით გავაჩეროთ.
5 კვერცხის გული ავთქვიფოთ კარგად შაქართან ერთად, დავამატოთ დამდნარი კარაქი და გავაცივოთ. დავამატოთ უკვე არსებულ ცომს და მოვახეხოთ ლიმნის ცედრა. ცომს ვამატებთ ასევე, გაცრილ ნუშს, ქიშმიშსა და მარილს. კარგად ამოვურიოთ, რომ მივიღოთ ერთიანი მასა.
მოვათავსოთ ცომი სპეციალურ საცხობ ფორმაში, თავზე გადავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ნუშის მარცვლები.
გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.
მომზადებას შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ ხის ჩხირის მეშვეობით. თუ ჩხირს ცომი არ ამოჰყვა, ე.ი. თქვენი სააღდგომო და ძალიან, ძალიან გემრიელი ნუშის პასკა მზად არის…
