"დაბრუნდი, დღესაც დარჩი და მერე მოვიყვან სხვას”-დღევანდელი რეალობისამსახველი კიდევ ერთი პოსტი

Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლევან ჯოჯიშვილი დღეს დილით მომხდარ ამბავს ყვება, რომელსაც თავად შეესწრო:
“დღეს დიდუბეში ერთ-ერთ მაღაზიასთან შევესწარი ფაქტს, თუ როგორ გარბოდა მაღაზის დაქირავებული თანამშრომელი ახალგაზრდა გოგონა და უკან მაღაზიის მფლობელი მისდევდა შემდეგი დიალოგით:
-"დაბრუნდი დღესაც დარჩი და მერე მოვიყვან სხვას (უფროსი)
-შენი უზრდელობის მოთმენას აღარ ვაპირებ ამომივიდა ყელში ყველაფერი" (კონსულტანტი)
არაერთხელ შევსწრებულვარ მსგავს ფაქტს ეს კი მიუთითებს, რომ აშკარად ირღვევა დასაქმებულების უფლებები. ხშირია შემთხვევები, როცა უზრდელი გაუნათლებელი უფროსი იგინება გოგონების თანდასწრებით მთელი დღის განმავლობაში რომელსაც თავმოყვარე ახალგაზრდა გოგონა არ მოითმენს ამიტომ საჭიროა შემუშავდეს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ეს და კიდევ სხვა დეტალები იქნება მოგვარებული და დარეგულირდება დამსაქმებლის და დასაქმებულის თანამშრომლობა. სამუშაო კოდექსი რომლითაც დამსაქმებლების უფლებები უნდა იყოს დაცული საქართველოში მხოლოდ თეოროს დონეზე არსებობს აუცილებელია ამ კანონმდებლობის ამოქმედება.”

