Header Ads

მარტივი ვარჯიშები ქალბატონებისთვის რომლებსაც ახალგაზრდა კანისშენარჩუნება სურთ

ვარჯიში სხეულის სილამაზისთვის აუცილებელია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ვარჯიში მხოლოდ სხეულის სიმკვრივეს არ უზრუნველყოფს. იგი სჭირდება სახესაც, რათა შევინარჩუნოთ ჯანსაღი, გლუვი და ახალგაზრდული კანი.

არსებოს ძალიან მარტივი, სწრაფი და ადვილად შესასრულებელი სავარჯიშოები, რომლებიც უზრუნველყოფს კანის სილამაზეს, სიჯანსაღესა და ახალგაზრდულობს. TREND. გთავაზობთ ამ ვარჯიშების ჩამონათვალს და გირჩევთ, მეტი ეფექტურობისთვის, ყოველდღიურად შეასრულოთ ისინი:

1. გაიკეთეთ ქუთუთოების მასაჟი









ფოტო: pinterest.com





როგორც მოგეხსენებათ, პირველი მიმიკური ნაოჭები თვალის გარშემო ჩნდება. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თვალის ირგვლივ არსებული კანი ახალგაზრდულად, სასურველია, ყოველდღიურად, გავიკეთოთ ქუთუთოების მასაჟი. აღნიშნული ქმედება ძალიან მარტივი განსახორციელებელია. საჭიროა, თითის მარტივი მოძღაობებით დავიზილოთ ქუთუთოები 10 წუთის განმავლობაში. პროცედურა, უნდა ვაკეთოთ ყოველდრიურად.

2. ლოყების მასაჟი









ფოტო: pinterest.com





იმის გამო, რომ ადამიანს სახეზე ბევრი სხვადასხვა კუნთი გააჩნია, სასურველია, მათი სათითაოდ გამკვრივება. ლოყის მასაჟის წყალობით, ლოყების კუნთები მკვრივდება. ამის გასაკეთებლად, საჭიროა, თითის მარტივი მოძრაობებით დაიმუშავოთ ლოყები. მცირეხნიანი შესვენებებით, ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ.

3. ყელის ვარჯიში









ფოტო: pinterest.co





ყელი არის ერთ-ერთი იმ ადგილებს შორის, რომლებსაც ასაკი პირველად ეტყობათ. იმის გამო, რომ არავის გვსურს მოშვებული ყელი, სასურველია, მისი დაბერების წინააღმდეგაც გავილაშქროთ. ამისათვის თავი უკან უნდა გადავწიოთ და თვალები დავხუჭოთ. სასურველია ვარჯიში თითოეულ ჯერზე გავიმეოროთ 10-ჯერ.

4. ახალგაზრდა ტუჩები









ფოტო: pinterest.com





სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ ახალგაზრდა ტუჩების შესანარჩუნებლად, საჭიროა ტუჩის კუნთების ვარჯიში. ამისათვის სასურველია, შევასრულოთ უმარტივესი მოძრაობა: გასწიეთ ტუჩები წინ ისე, თითქოს ვინმეს საკოცნელად ემზადებით და გაუსწორეთ ცხვირის სიგრძეს. შემდეგ კი გაასწორეთ. ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.