ოჯახში ძალადობა გიორგიწმინდაში – თანასოფლელები ძალადობის მსხვერპლ ქალსადანაშაულებენ

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში იმსჯელეს. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მამუკა ბარბაქაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულის ადვოკატმა, დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მისი არგუმენტები გიორგი ლონდარიძემ არ გაითვალისწინა
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ ბრალდებულის თანასოფლელები. გიორგიწმინდელები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
სასამართლოში მივიდა ბარბაქაძის ცოლი. მასსა და თანასოფლელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქმის არსებითი განხილვა 27 ივნისს ჩაინიშნა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც გამართა და ასამდე ხელმოწერა შეაგროვა. მათი თქმით დაკავებული უდანაშუალოა და მეუღლეზე არ ძალადობდა, თანასოფლებები ბრალს დაზარალებულ მსხვერპლს სდებენ და აცხადებენ, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალი თავის შიშველ ფოტოებს ვიღაცას უგზავნიდა და ამით ეჭვიანობის საბაბს დაკავებულ მამაკაცს თავად ქალი აძლევდა. იგივეს აცხადებს დაკავებულის ადვოკატიც. ცოლ-ქმარს 5 შვილი ჰყავს, დაზარალებული ქალის თქმით, მისი მეუღლე არა მარტო მასზე არამედ შვილებზეც ძალადობდა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ბარბაქაძე პოლიციამ, მეუღლის განცხადების საფუძველზე, სსკ–ის 126–ე მუხლის პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
