Header Ads

"ერის მოღალატის სიაში ჩამწერეს და ვითხოვ, რომ სინოდზე ჩემი განკვეთისსაკითხი დააყენონ" - მამა სერაფიმე





ერის მოღალატის სიაში ჩამწერეს და ვითხოვ, რომ სინოდზე ჩემი განკვეთის საკითხი დააყენონ, - ამის შესახებ მამა სერაფიმე სოციალურ ქსელში წერს.

მამა სერაფიმე საქართველოში სტუმრად მყოფ მოსკოვის ყოფილ მერს, იური ლუჟკოვს შეხვდა, რასაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

“დეკანოზს ილია ჭიღლაძეს არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს დეკანოზს თამაზ ლომიძეს ვმადლობ რომ ერის მოღალატის სიაში ჩამწერეს. ვთხოვ მათ, რომ მიმართონ თავიანთ მღვდელმთავრებს რომ სინოდზე ჩემი განკვეთის საკითხი დააყენონ, როგორც ერის და ქვეყნის მოღალატესი რადგან თვით ეკლესია განკვეთს, ანათემაზე გადასცემს ყველა ერის და ქვეყნის მოღალატე სასულიერო და საერო პირებს,“ - წერს მამა სერაფიმე.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.