თურქეთში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 31 პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა სტამბოლში კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს 31 წევრი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სპეცოპერაცია სამ სხვადასხვა უბანში მდებარე ექვს საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა.
ჩხრეკისას ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.
სრულად
