კურორტი მარბელა, სადაც მსოფლიოს კინოვარსკვლავები და მონარქები ისვენებენ

ესპანურად მარბელა „მშვენიერ ზღვას“ ნიშნავს. ცნობილ ადამიანებში, ეს კურორტი პოპულარობით სარგებლობს. მარბელა 28 კილომეტრზეა გადაჭიმული.
მარბელაში ზაფხულში არ ცხელა. ზამთარში არ ცივა. გარშემორტყმულ მთებში ის ისეა მოთავსებული, როგორც ზღვის ნიჟარაში მარგალიტი. იქ ყოველთვის მზე ანათებს. მარბელა თითქმის მთელ მსოფლიოს საკურორტო სეზონს უწევს კონკურენციას ტურისტების მოზიდვის კუთხით. იქ ისვენებდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: ბრიჯიტ ბარდო, ოდრი ჰებბერნი, გრეის კელი, რიჩარდ ბარტონი, პრინცესა დაიანა.
სასტუმრო Marbella Club - ახლა 70-იანი წლების დროინდელისგან ძალიან განსხვავდება, - იქ ოჯახებით ჩასვლა უფრო მოდური გახდა, რადგან შეიძლება სერფინგით, მაგიდის ჩოგბურთით, სიმაღლეების დაპყრობით გართობა. იქვეა საბავშვო კლუბიც. თეთრი ვილები გარშემორტყმული პალმებით, რაც საოცარ იდილიას ქმნის. საღამოს ეს წყნარი ადგილი, ხმაურიანი ცეკვებით ცოცხლდება და სტუმრები ბოჰემური ცხოვრებით ტკბებიან. ზაფხულში ღია ფანჯრებიდან არომატული მცენარეების სურნელი შემოდის, რომლისგანაც მასპინძელი ჩაისა და სხვა უგემრიელეს ნაყენს ამზადებენ.
როდესაც მარბელაში ღამდება, ძველ ქალაქში, რომელიც სასტუმროდან ათი წუთის სავალზეა, ინთება ცეცხლი, ადგილობრივები ძველი ქოხების კარებს აღებენ, სადაც ფლამინგოები ცეკვავენ. ის ცეკვა, ანდალუსიაში დაიბადა და გზადაგზა ბოშური ელემენტებით, ესპანური გიტარით “საზრდოობდა”, მისი გაგება სიტყვების მოსმენის გარეშეც შეიძლება. ამ დროს კი, უგემრიელესი, წითელი ღვინო ცხოვრებას უფრო მშვენიერს ხდის. თუ ერთხელ ესტუმრებით მას, ვერასდროს დაივიწყებთ.
სრულად
