ნეიმარმა გულშემატკივრები აღაშფოთა

პსჟ-ს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა ფანების გაოცება უშვეულო საქციელით გადაწყვიტა. 26 წლის ფეხბურთელმა თავზე თოვლის ბაბუის ქუდი დაიხურა და თითქმის შიშველი თოვლში ჩაჯდა.
ფეხბურთელმა ფოტო ინსტაგრამზე ატვირთა, რამაც პსჟ-ს გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია.
ქომაგები მიიჩნევენ, რომ ნეიმარს არ აქვს უფლება საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხეში ჩააგდოს უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ. ცნობისთვის,რამდენიმე დღეში პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.
სრულად
