ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი შვედმა მოთხილამურემ მოიპოვა

სამხრეთ კორეაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი შვედმა მოთხილამურემ შარლოტ კალამ მოიპოვა. ამის შესახებ Twitter-ზე ოლიმპიადის გვერდზეა ნათქვამი.
Congratulations to Charotte Kalla #SWE, the first #gold medalist of #PyeongChang2018! 👏👏👏 #Olympics pic.twitter.com/7nhxHpAgOB
— Olympics (@Olympics) February 10, 2018შეჯიბრში მეორე ადგილი ნორვეგიელმა სპორტსმენმა დაიკავა, მესამეზე კი ფინელი გავიდა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში 9-დან 25 თებერვლამდე ტარდება. შეჯიბრებაში მსოფლიოს 92 ქვეყნიდან დაახლოებით 2,5 ათასი სპორტსმენი მონაწილეობს.
სრულად
