გია გეწაძემ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

გია გეწაძემ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა. მინისტრთა კაბინეტმა მისი განცხადება უკვე დააკმაყოფილა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„გათავისუფლებულ იქნას გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან, საკუთარი სურვილით“, - ნათქვამია უკრაინის ხელისუფლების განკარგულებაში.
გია გეწაძე კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2015 წელს დაინიშნა.
2003 წელს ის საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2000-2004 წელს გეწაძეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის,მდივნის თანამდებობა ეკავა.
2004 წელს ის იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გახდა, ხოლო 2004-2005 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
სრულად
