Header Ads

რუსეთის ბირთვული ცენტრის კომპიუტერიდან ბიტკოინის მაინინგი სურდათ

რუსეთის დასავლეთით, საროვის მხარეში არსებული დახურული ბირთვული ცენტრიდან ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რომლებიც სუპერკომპიუტერიდან კრიპტოვალუტების მაინინგს ახორციელებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უფლებამოსილ თანამშრომლებს მანქანაზე წვდომა ჰქონდათ. კომპიუტერი ინტერნეტთან არ იყო დაკავშირებული და ამიტომ რუსმა მეცნიერებმა თავიანთი ინიციატივით შეუერთეს კომპიუტერი ქსელს. ობიექტის უსაფრთხოების დაცვის სისტემამ მონაცემები რუსეთის ფედერალურ სამსახურს გადასცა. 

რუსეთის ექსპერიმანტალური ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი საროვში მდებარეობს და ბირთვულ მოწყობილობებსა და იარაღს აწარმოებს. ცენტრის სუპერკომპიუტერი რუსეთში სიძლიერით მეორეა, პირველი კი სნეჟინსკის მხარეში მდებარეობს.

საბჭოთა კავშირში იოსებ სტალინის მმართველობის დროს, პირველი ბირთვული ბომბი სწორედ საროვის ცენტრში დაამზადეს. საიდუმლო ქალაქი საბჭოთა რუკებზეც არ აღინიშნებოდა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.