საქართველოში საუკეთესო Coub-ერს გამოავლენენ

IMedia Hub-ისა და Coub Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართება 2017 წლის Coub-ის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება წლის საუკეთესო, ყველაზე სახალისო ქართული ქოუბები და გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში. ინფორმაციას On.geავრცელებს.
წარმოდგენილი იქნება ექვსი ნომინაცია:
- საუკეთესო ქართველი ქოუბერი;
- საუკეთესო რადიო ქოუბი;
- საუკეთესო Mashup;
- საუკეთესო ქოუბი ქართულ თემატიკაზე;
- საუკეთესო დაუფასებელი ქოუბი;
- სპონსორის, Menu.ge-ს რჩეული;
- საუკეთესო რადიო ქოუბი;
- საუკეთესო Mashup;
- საუკეთესო ქოუბი ქართულ თემატიკაზე;
- საუკეთესო დაუფასებელი ქოუბი;
- სპონსორის, Menu.ge-ს რჩეული;
ღონისძიების მიზანია პლატფორმა Coub-ის პოპულარიზაცია ქართულ ბაზარზე და მისი, როგორც ახალი სოციალური არხის პოტენციალის წარმოჩინება და ქართველი ქოუბერების წახალისება.
ღონისძიება ჩატარდება 17 თებერვალს "ფაბრიკაში" 19:00 საათზე.
