რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას კრემლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინის მიპატიჟება, რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით მიიღო. საფრანგეთის პირველი პირი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტს 24-25 მაისს დაესწრება.
ორმხრივი თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში დიალოგის გაღრმავების გარდა ლიდერებმა უკრაინასა და სირიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მინსკს შეთანხმების სრულ იმპლემენტაციაზეც.
რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერები ერთმანეს ბოლოს ჰამბურგში, G20-ის სამიტზე შეხვდნენ.
სრულად
