ბრაზილია რიოს კარნავალს დაფინანსებას შეუმცირებს

ბრაზილიაში რიო-დე-ჟანეიროს კარნავალს, მომავალი წლიდან, დაფინანსებას შეუმცირებენ. მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია და სახელმწიფოს ბიუჯეტი სოციალურ პროექტებს უნდა მოხმარდეს.
უფრო ზუსტად, დაზოგილი თანხით ბავშვთა კვების ცენტრების დაფინანსება გაიზრდება.
კარნავალის ორგანიზატორები და სამბას სკოლის ხელმძღვანელები მთავრობის ინიციატივას აპროტესტებს. მათი თქმით, რიო კარნავალის გარეშე იგივე, რაც რიო მზის გარეშე.
„ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის გამო სტუმრობს და ამას მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოაქვს ქალაქისთვის“ -ამბობს სამბას სკოლის ხელმძღვანელი, მარჩელო მისაილიდისი.
კარნავალი რიოში დღეს დაიწყო და 14 თებერვალს დასრულდებარიო-დე-ჟანეიროს კარნავალი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელიც რიოს ქუჩებში იმართება და მასში ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ადამიანი მონაწილეობს.
რიოს კარნავალი შედგება მოცეკვავეებისგან, მრავალფეროვნად და სახალისოდ ჩაცმული ხალხისგან, რომელიც რიოს ადგილობრივი სამბას სკოლებიდან არიან წარდგენილნი.
ერთ-ერთ სანახაობად რიოს კარნავალზე სამბა სკოლებს შორის მეტოქეობა ითვლება, რომელსაც ისინი დების პაექრობას უწოდებენ. ეს კონკურსი მთელი კარნავალის კულმინაციად მიიჩნევა.
ყოველი სკოლა ირჩევს თემას, შემდეგ კი ცდილობს თავისი დადგმული ცეკვა წარმოაჩინოს. სამბას სკოლები ასევე მუშაობენ საუკეთესო კოსტიუმების, სიმღერებისა და ესთეტიკის შექმნაზე, რათა უკეთ წარმოაჩინონ თავი.
სრულად
