Header Ads

Youtube-მა Brexit-ის რეფერენდუმში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა

Youtube-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირებში კომპანიის დირექტორმა ჯუნიპერს დაუნსმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვაშინგტონში Fake News-ის (ყალბი ამბები) შესახებ მოსმენა გაიმართა, რომელსაც ბრიტანული დელეგაციაც ესწრებოდა. გარდა ამისა, შეხვედრაში კომპანია Google-ს, YouTube-ს, Facebook-ის, Twitter-ის, ტელეარხების CNN-ის CBS-ის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

იანვარში ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი Facebook-სა და Twitter-ს სანქციებით დაემუქრა, თუ სოციალური ქსელები Brexit-ის პერიოდში რუსული პროფილების აქტიურობის შესახებ ინფორმაციას არ გაასაჯაროებენ.

გასული წლის ოქტომბერში დიდმა ბრიტანეთმა Facebook-ს იმ რუსული ექაუნთების შესახებ ინფორმაცია სთხოვა, რომლებიც Brexit-ის რეფერენდუმისა და 2017 წლის არჩევნებში აქტიური იყო. 

13 დეკემბერს Facebook-მა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმზე რუსეთის შესაძლო გავლენის შესახებ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ამ თემაზე მხოლოდ 3 რუსული რეკლამა გამოქვეყნდა.

ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ Twitter-ის რუსმა მომხმარებელებმა Brexit-ის შესახებ რეფერენდუმამდე ორი დღის განმავლობაში 45 ათასამდე შეტყობინება გამოაქვეყნეს.

მანამდე კი დიდი ბრიტანეთის საარჩევნო კომისიამ Brexit-ის კამპანიის დაფინანსების შესახებ გამოძიება დაიწყო. 

2016 წლის 23 ივნისს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა. Brexit-ის პროცედურა 2019 წლის მარტში უნდა დასრულდეს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.