Header Ads

შახტში გარდაცვლილის და: ალბათ 100 ფსიქოთერაპევტია საჭირო, რომ მეშახტეებთან იმუშაოს


ტყიბულის შახტში გარდაცვლილი გოგი რაფავას და, მაგული რაფავა, „ტვ პირველი“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“, ტყიბულში, 5 აპრილს, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს, რომლის დროსაც მას ძმა გარდაეცვალა. მისი შვილი კი დაშავდა. 


„რეანომობილით გავუშვი შვილი, რომელიც ლაპარაკობდა და სუნთქავდა და ვეძებდი ძმას, რომელიც არ ვიცოდი სად იყო და როგორ იყო. ძმა დაიღუპა. მისი ნაწყენი ადამიანი არ დაიარებოდა. ჩემი ბიჭი ვერ იძინებს ფიზიკურად, 2 შვილის მამა, ის კადრები სულ თვალწინ უდგას. ქალაქს სჭირდება 10-15 კი არა, ალბათ 100 ფსიქოთერაპევტი, რომ ამ ხალხთან იმუშაოს.ალბათ ნამდვილად ასეა: მთვარე, მარსი და ტყიბულია, სადაც სიცოცხლე აღარ არის. სულ მალე ტყიბულში აღაც პატარა იქნება და აღარც დიდი. ყველა გაქცევას ლამობს და მიდის“, - განაცხადა მაგული რაფავამ.


5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას, ექვსი მეშახტე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.