Header Ads

ეკონომიკური ანალიტიკოსი: ჩვენი საბანკო სექტორი 24%–იანი მოგებით, მსოფლიო ტოპ-ათეულშია

ეკონომიკური ანალიტიკოსი: ჩვენი საბანკო სექტორი 24%–იანი მოგებით, მსოფლიო ტოპ-ათეულშია

ამის შესახებ პირველი არხის ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა, პირველი არხის ეთერში, გადაცემა აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად, ეკონომიკის საკითხებზე საუბრისას აღნიშნა.

ჩვენი საბანკო სექტორი 24%იანი მოგებით, მსოფლიო ტოპ-ათეულში და ოცეულშია. თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში რისკები იმდენად მაღალია, რისკიანობის მიხედვით, რომ საქართველო მსოფლიოში ბოლო ოცეულში შედის, დამერწმუნეთ, მარტივად ჩამოვუთვლი 50 ქვეყანას, სადაც ეკონომიკაში ბევრად რთული მდგომარეობაა,- განაცხადა ჯანიაშვილმა.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა საბანკო სექტორის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა: საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას, - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.