Header Ads

ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა



მსახიობი, პოეტი, უბრალოდ ახალგაზრდა “კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“... - ეს ნიკო გომელაურია. იგი ზუსტად 8 წლის წინ - 2010 წლის 13 აპრილს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 


მას უმძიმესი დაავადება - ფილტვის კიბო 2009 წელს აღმოუჩინეს, თუმცა ასეთი მძიმე ავადმყოფიც კი სცენაზე იდგა.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ნიკოს ფონდ “იავნანას“ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა ნინო ქათამაძესთან ერთად, მაგრამ ავადმყოფობის გამო მისი ლექსები მისმა მეგობრებმა წაიკითხეს. ხოლო “იავნანას ფონდმა“ მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს “თბილი სახლი“ გადასცა. “მე მინდა მქონდეს თბილი სახლი“ – ეს სლოგანი სწორედ ნიკო გომელაურს ეკუთვნის.

ნიკო გომელაურმა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 1992 წელს დაამთავრა. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი. გადაღებულია ფილმებში: “ანემია“, “უცხო“, “ძვირფასო მ.“, “იდიოტოკრატია“, “ყველაფერი კარგად იქნება“, “რენე მიდის ჰოლივუდში“.

2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "ნიკო... აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.

2001 წელს ნიკო გომელაურმა ლექსების პირველი კრებული, 2002 წელს - მეორე, 2003 წელს - აუდიოწიგნი, 2004 წელს - მესამე, ხოლო 2008 წელს მე-4 კრებული გამოსცა




 



წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.