Header Ads

ჭკვიან ქალაქს ააშენებენ კანადაში


Alphabet-ის შვილობილი კომპანია ტორონტოში 2020 წელს ჭკვიანი ქალაქის აშენებას დაიწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 


კომპანიის მიზანია შექმნას ქალაქი, რომელიც მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და გარემოსაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს. ამ მიმართულებით ქალაქში სუფთა ენრგიის, უპილოტო ავტომობილების და რობოტების მოხმარება იგეგმება. გათვალისწინებულია ნარჩენების გადამუშაების თანამედროვე სისტემის დანერგვაც.


Alphabet-ის შვილობილი კომპანია Sidewalk-ი ურბანული დაგეგმარების მიმართულებით მუშაობს.


კანადის მთავრობამ ჭკვიანი ქალაქის აშენების შესახებ კონკურსი გასულ წელს გამოაცხადა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.