რას ამბობს სამუშაო მაგიდა მის მფლობელზე?

აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორ ვაწყობთ ჩვენს სამუშაო გარემოს? ფსიქოლოგები თვლიან, რომ სამუშაო მაგიდაზე არსებული წესრიგით თუ უწესრიგობით მის მფლობელზე ბევრი რამის თქმა შეიძლება.
პასუხები ასე გადანაწილდა:
1 – 37%
2 – 25%
3 – 14%
4 – 24%
(ფოტო #1) ითვლება, რომ ზედმეტად არაორგანიზებული სამუშაო მაგიდა კრეატიულ ადამიანებს აქვთ, რადგან მათ გარემოს მოწესრიგება უბრალოდ არ შეუძლიათ და სწორედ ეს ქაოსი ეხმარებათ გენიალური იდეების გენერირებაში. თუმცა, მოუწესრიგებელი სამუშაო მაგიდა, ასევე მისი მფლობელის არაორგანიზებულობაზეც მიუთითებს. ამიტომ გააჩნია პროფესიას, მაგალითად სარეკლამო სააგენტოს კრეატიული დირექტორისთვის ეს შემოქმედებითი ქაოსია, ხოლო მენეჯერის შემთხვევაში ასეთი სამუშაო გარემო შესაძლოა მისი ორგანიზებულობის დაბალ მაჩვენებელზე მიუთითებდეს.
(ფოტო #2) მოწესრიგებული სამუშაო მაგიდა , ზედმეტი ფოტოებისა და ფრთიანი გამონათქვამების გარეშე, რომელიც სამუშაო დღის ბოლოს ყოველთვის მოწესრიგებული რჩება, მისი მფლობელის მოწესრიგებულობაზე, აკურატულობაზე და მაღალ მოტივაციაზე მიუთითებს. თუმცა ცოტაოდენი არეულობა ამ აღქმას არ შეცვლის.
(ფოტო #3) წესრიგი კარგია, მაგრამ სრულიად სტერილური გარემო მისი მფლობელის რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებს. მუშაობს ის საერთოდ? თუ ასეა, როგორ ახერხებს, რომ მაგიდაზე არასდროს არაფერი ზედმეტი არ ჰქონდეს? ითვლება, რომ ასეთი სტერილური გარემო მისი მფლობელის ნაკლებ პროდუქტიულობაზე მიუთითებს.
(ფოტო #4) ზედმეტი აქსესუარებით და სხვადასხვა ფოტოებით (ოჯახის, მეგობრების, შვებულების და ა.შ) გადატვირთული სამუშაო მაგიდა მისი მფლობელის შესახებ ასეთი მესიჯის მატარებელია: “მინდა ვიყო ყველგან (სახლში, დასასვენებლად, მეგობრებთან), ოღონდ აქ არა”. ასე რომ ფრთხილად, ეს ფარული მესიჯი შესაძლოა თქვენმა უფროსმაც ამოიკითხოს .
