Header Ads

სტალინის დროს გამართული ანტისემიტური სასამართლოს ვიდეო იპოვეს

ჩეხეთში ე.წ. 'სლანსკის პროცესის' საარქივო მასალა იპოვეს. 'სლანსკის პროცესი' - ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, რუდოლფ სლანსკის წინააღმდეგ გამართული სასამართლო 1952 წელს. სლანსკის და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო მოღვაწეს, 'ტროცკიზმში', 'სიონიზმსა' და 'ტიტოიზმში' დასდეს ბრალი. 

პროცესი ღიაგამოხატულ ანტისემიტურ ხასიათს ატარებდა, - გამოცემა The Guardian-ი პროცესს, 'სტალინის სასტიკ წმენდას' უწოდებს. სლანსკი, სხვა მსჯავრდებულებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. ისინი 1952 წლის 3 დეკემბერს ჩამოახრჩვეს. 

ათწლეულების მანძილზე, ამ საქმის უმეტესობა მტკიცებულება დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა დადგინდა, რომ არსებობს რამდენიმესაათიანი ვიდეო და აუდიოჩანაწერი. არქივი ქალაქ პრაღის მახლობლად მიტოვებულ მეტალურგიულ ქარხანაში იპოვეს. გამოცემა წერს, რომ ქარხანა ჰოლოკოსტის ერთ-ერთი 'არქიტექტორის' რეინჰარდ გეიდრიჰის რეზიდენციაში მოქმედებდა. 

ექსპერტების აზრით 6-საათიანი ვიდეოსგან მოგვიანებით პროპაგანდისტული ფილმის შექმნა სურდათ, თუმცა 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ეს იდეა გვერდზე გადადეს. დღეს ფირი ჩეხეთის ნაციონალურ კინოარქივში გადაიტანეს, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.