ბახალას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული მსახიობი გიორგი გიორგანაშვილის საქმის სააპელაციო განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს 15:00-ზე დაიწყო.
გიორგანაშვილს (ბახალა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. 2 აპრილს კი გიორგანაშვილს ახალი ბრალი - ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენა წაუყენეს ბრალად.
სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა გადადო და მორიგი პროცესი 15 მაისს 12:30-ზე ჩანიშნა.
