საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭუნ შანი შეხვედრაზე, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.
სრულად
