Header Ads

ამ ვიდეოს გადამღები არის უზნეო - ნახეთ, რას წერს ცოტნე გამსახურდია თამაზ ელიზბარაშვილზე


ცოტნე გამსახურდია თამაზ ელიზბარაშვილზე წერს.


"ვნახე ნაწყვეტები ელიზბარაშვილის ვიდეოჩანაწერიდან. სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ ამ ჩვენს სამხეცეში ადამიანები არ ვართ საუკეთესო მდგომარეობაში და ბუნჩულა ხასიათზე.


დიახ, არ მომეწონა დასაქმებულის მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ ერთი თხისკენ, ერთი მგლისკენო: მე რომ ვამუშავებ ჩემს უსაქმურ მეგობარს და ხელფასს ვუხდი, ის მაინც იკადროს, რომ სამუშაოზე მთვრალი არ მობრძანდეს! არადა, წასვლას არავინ უშლის. საერთოდაც, ამ ვიდეოს გადამღები არის უზნეო.


მე არაერთხელ დამირეკავს თამაზისთვის როგორც უპატრონო ძაღლების, ისე ავადმყოფი ადამიანების დახმარების თემაზე და მისგან გულისხმიერების და ყურადღეის მეტი არაფერი მახსენდება. არავითარი სხვა ინტერესი მასთან არ მაკავშირებს და ისიც იცით, რომ სულ ფეხებზე მკიდია ბიზნესიც, ფულიც და ძალაუფლებაც, როდესაც საქმე პრინციპულ საკითხებს ეხება. უბრალოდ, ეს ადამიანი არაა ვიღაც არაფრისმაქნისების საძიძგნი, თითი თითზე რომ არ დაუდევთ ვინმეს დასახმარებლად!


კიდევ იმიტომ ვცემ პატივს, რომ ქველმოქმედებაა თუ რასაც აკეთებს, ყოველგვარი გათვლისა და პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესების გარეშე მოქმედებს, სხვა ჩვენი ფულის ტომრებისგან განსხვავებით. საპირისპირო რომ დამენახა, არ დავწერდი.


ესაა და ეს."

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.