Header Ads

პროფკავშირებში მინდელის შახტის დროებით დახურვას ითხოვენ


პროფკავშირების გაერთიანება მინდელის სახელობის შახტის დროებით, რეკონსტრუქციის ჩატარებამდე, დახურვას ითხოვს. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ, განაცხადა.


„გამოსაკვლევია როგორც მომხდარი ფაქტი, ისეშახტაში არსებული ვითარება. საკითხისმოკვლევაში უკრაინელი ექსპერტებიჩაერთვებიან,” – განაცხადა დოლაბერიძემ.


ორი უკრაინელი ექსპერტი ტყიბულში ხვალ ჩავა. მოკვლევა 16 აპრილამდე გაგრძელდება.


მინდელის შახტაში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა, 3 – დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.