Header Ads

ზახაროვა: „ჭკვიანი რაკეტები“ უნდა მიფრინავდნენ ტერორისტებისკენ და არა კანონიერი მთავრობის მხარეს

„ჭკვიანი რაკეტები“ უნდა მიფრინავდნენ ტერორისტებისკენ და არა კანონიერი მთავრობის მხარეს. ასე გამოეხმაურა მარია ზახაროვა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელიც რუსეთს მიმართავს და სირიაზე სარაკეტო დარტყმის თაობაზე აფრთხილებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი განმარტავს, რომ აშშ-ის მიერ სირიაში სარაკეტო დარტყმის მიზანი ქიმიური იარაღის გამოყენების კვალის განადგურებაა.

9 აპრილს დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა, რომ სირიაში მომხდართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 24-48 საათში მიიღებდა.

8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, მოსკოვი კი აღმოსავლეთ ღუტაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს საერთოდ უარყოფს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.