Header Ads

CNBC: ამერიკამ, შესაძლოა სირიაში რვა სამიზნე გაანადგუროს

CNBC: ამერიკამ, შესაძლოა სირიაში რვა სამიზნე გაანადგუროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრისას სირიაში შესაძლო რვა სამიზნის განადგურების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორაციას ტელეარხი CNBC- ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აღნიშნულ სამიზნეებს შორისაა სირიის ორი აეროდრომი, კვლევითი ცენტრი და საწარმო, სადაც შესაძლოა ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს ამზადებდეს.

წყაროს თქმით, სირიელმა სამხედროებმა აეროდრომების ტერიტორიაზე თვითმფრინავების მნიშვნელოვანი ნაწილი განალაგეს და იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონი იერიშების განხორციელებას ვერ შეძლებს.

ადრე, სირიის არმიამ თავისი უმსხვილესი ავიაბაზიდან აღჭურვილობის ევაკუაცია დაიწყო. ასევე, მედიის ცნობით, სირიის ხელისუფლებამ საბრძოლო ავიაციის ნაწილი ხმეიმიმის რუსულ ბაზაზე გადაისროლა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპს ჯერ არ გადაუწყეტია, რა რეაგირებას მოახდენს ვაშინგტონი სავარადო ქიმიურ თავდასხმაზე.

ჩვენ ვაგრძელებთ დაზვერვის ანალიზის შესწავლას და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, - განმარტა თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.